ავტორიზაცია

VIDEO: მორიგი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ! არსენალმა კრისტალ პალასი გაანადგურა

VIDEO: მორიგი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ! არსენალმა კრისტალ პალასი გაანადგურა
თარიღი 19 მარ 2023, 23:24
პრემიერ ლიგის 28-ე ტურში „არსენალმა“ შინ ლონდონურ დერბიში „კრისტალ პალასი“ გაანადგურა.

შეხვედრა „ემირეითსზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

გოლები მარტინელიმ, საკამ (2) და გრანიტ ჯაკამ გაიტანეს, „კრისტალ პალასიდან“ კი 0:3-ზე თავი შლუპმა გამოიჩინა.

„არსენალმა“ მორიგი მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, 69 ქულა დააგროვა და „მან სიტის“ 8 ქულით გადაუსწრო, თუმცა პეპის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.