» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ბაიერნი იმდენად გერმანული მანქანა არის, რომ ტექდათვალიერებას გადის - მიუნხენელების ტრიუმფის 10 მიზეზი


ბაიერნი იმდენად გერმანული მანქანა არის, რომ ტექდათვალიერებას გადის - მიუნხენელების ტრიუმფის 10 მიზეზი

2019-2020 წლის სეზონი მიუნხენის "ბაიერნის" ტრიუმფით დასრულდა. სრული დომინირება, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ბუნდესლიგაშიც - ასეთია "რეკორდმაისტერის" სეზონის ყველაზე ლაკონური დახასიათება. განვიხილოთ აღნიშნული გუნდის ტრიუმფის 10 მიზეზი.

მწვრთნელის თანაშემწე, რომელიც უბრალოდ თანაშემწე სულაც არ აღმოჩნდა

ჰანს-დიტერ ფლიკის სრულფასოვან მთავარ მწვრთნელად ტრანსფორმაციამდე, "წითლებს" თავკაცობდა ნიკო კოვაჩი, რომელიც გუნდისთვის შესაფერისი დამრიგებელი არ აღმოჩნდა. ხორვატის გერმანელი ასისტენტი კი სულ სხვა საქმეა: 36 მატჩიდან 33 მოგება; ბურთების შეფარდება: 116:26 (!), ტრებლი (!!!).

ბაიერნი იმდენად გერმანული მანქანა არის, რომ ტექდათვალიერებას გადის - მიუნხენელების ტრიუმფის 10 მიზეზი

გერმანული მანქანის სული, უფრო სწორად, უსულობა

"ბავარიას" ახალი ტაქტიკოსის დამსახურებით, გუნდის მისამართით კვლავ გაიჟღერა ფრაზამ - "ნამდვილი გერმანული მანქანა, რომელიც 5:0-ზეც კი არ გაჩერდება". ალემანიელმა "ალიანც არენას" დაუბრუნა ის, რაც ხოსეპ გვარდიოლას, კარლო ანჩელოტისა და ნიკო კოვაჩის დროს იდგა მეორე პლანზე: ცივსისხლიანი პრესინგი, რომელსაც ემსხვერპლა ყველა მეტოქე, თანაც სხვადასხვა სახის მორალური დაზიანებით.

ბაიერნი - ბარსელონა 8:2



საუკეთესო კონდიციებში დაბრუნებული კაპიტანი

მანუელ ნოიერი წლების განმავლობაში ებრძოდა ტრავმებს და იყო დრო, როდესაც ფეხბურთის გულშემატკივრები მასზე წინ მარკ-ანდრე ტერ შტეგენსაც კი აყენებდნენ. გერმანელმა თანამემამულეს მოუგო პირად ბრძოლაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი ნამდვილი ბენეფისი მოიწყო.

ბაიერნი იმდენად გერმანული მანქანა არის, რომ ტექდათვალიერებას გადის - მიუნხენელების ტრიუმფის 10 მიზეზი

ფეხბურთელი პოზიციის, დროსა და სივრცის გარეშე

არ აქვს მნიშვნელობა, თუ სად დააყენებს 55-წლის ტაქტიკოსი ჯოშუა კიმიხს, იქნება ეს დაცვის მარჯვენა ფლანგი, ნახევარდაცვის საყრდენი ზონა თუ რაიმე სხვა. მთავარი არის ის, რომ გერმანელი უბრალოდ უნდა იყოს. ფლიკის გუნდის სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლის ნამდვილი სიმბოლო, დიახ, საუბარი სწორედ მის შესახებ არის.

ბაიერნი იმდენად გერმანული მანქანა არის, რომ ტექდათვალიერებას გადის - მიუნხენელების ტრიუმფის 10 მიზეზი

რეაქტიული მარცხენა ფლანგი

"ბაიერნი" თუ გერმანული მანქანა არის, მაშინ ალფონსო დევისის სპრინტით გამოითვლება ცხენის ძალა და მაბრუნებელი მომენტი. დაივიწყეთ პრემიერ ლიგის მოთამაშეების ე.წ. მაღალი სიჩქარეები, კანადელი მათ მაინც გაასწრებს. რაც ყველაზე მთავარია, მის სწრაფ ფეხებსა და მიუნხენელების შედეგიანობას შორის ტოლობის ნიშანი დგას.

ბაიერნი იმდენად გერმანული მანქანა არის, რომ ტექდათვალიერებას გადის - მიუნხენელების ტრიუმფის 10 მიზეზი

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

ლიონელ მესი ან იქნებ კრიშტიანუ რონალდუ? არა, რობერტ ლევანდოვსკი! 47 შეხვედრა, 55 გოლი და უამრავი ინდივიდუალური რეკორდი. მან მინიმუმ ერთი სეზონით გვაჩვენა, თუ როგორია საფეხბურთო სამყარო არგენტინელისა და პორტუგალიელის გარეშე. მოკლედ, ბრავო გაუქმებული ოქროს ბურთის არაოფიციალურ მფლობელს.

ბაიერნი იმდენად გერმანული მანქანა არის, რომ ტექდათვალიერებას გადის - მიუნხენელების ტრიუმფის 10 მიზეზი

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის იდეალური პარტნიორი

პოლონელის ფეერიაში უდიდესი როლი ითამაშა ტომას მიულერმა, რომელიც მისთვის იყო დაახლოებით ის, რაც რივიელი გერალტისთვის იასკიერი არის. ბევრს, მათ შორის "რეკორდმაისტერის" ხორვატ წინა თავკაცს მიაჩნდა, რომ გერმანელის დიდი ფეხბურთი წარსულში დარჩა. როგორც ვხედავთ, მან საპირისპირო დაამტკიცა.

ბაიერნი იმდენად გერმანული მანქანა არის, რომ ტექდათვალიერებას გადის - მიუნხენელების ტრიუმფის 10 მიზეზი

კიდევ ერთი გოლეადორი, რომელსაც არავინ ელოდა

"წითლების" მთავარი ბომბარდირის ხელშეუხებლობა გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუმცა გუნდში ხომ სერჟ გნაბრიმაც გაიბრწყინა, თანაც საკმაოდ მოულოდნელად და ეფექტურად. საუბარია გერმანელის შესახებ, რომელიც რატომღაც ჩამოწერა ლონდონის "არსენალმა" და "ვესტ ბრომვიჩ ალბიონმაც" კი. მოკლედ, "ბავარიას" მომავალი საიმედო ხელშია.

ბაიერნი იმდენად გერმანული მანქანა არის, რომ ტექდათვალიერებას გადის - მიუნხენელების ტრიუმფის 10 მიზეზი

ფართო სათადარიგოთა სკამი - იარაღი და არა ზედმეტი ტვირთი

ფეხბურთის გულშემატკივრები მთელი სეზონის განმავლობაში საუბრობდნენ "მანჩესტერ სიტისა" და "პარი სენ-ჟერმენის" შემადგენლობის როტაციის ფუფუნების შესახებ, თუმცა რეალურად ეს იარაღი ყველაზე ეფექტურად "ალიანც არენაზე" გამოიყენეს. გადაავლეთ თვალი გუნდის განაცხადს და დაასახელეთ უსარგებლო მოთამაშე, ერთი მაინც, ეს არც ისე მარტივია.

ბაიერნი იმდენად გერმანული მანქანა არის, რომ ტექდათვალიერებას გადის - მიუნხენელების ტრიუმფის 10 მიზეზი

გამოცდილები და არა ბებრები

2020 წლის მსგავსად, "ბაიერნმა" ტრიპლეტი 2013 წელსაც მოიგო და აღსანიშნავია ის, რომ იუპ ჰაინკესის მიერ დაყენებული ნაწილები ფლიკის მანქანაზეც ვარგისი აღმოჩნდა. ნოიერი, მიულერი, ბოატენგი, მარტინესი, ალაბა - ის მიუნხენელები, რომლებმაც ტრებლის მოგების ბედნიერება ორჯერ განიცადეს.

ბაიერნი იმდენად გერმანული მანქანა არის, რომ ტექდათვალიერებას გადის - მიუნხენელების ტრიუმფის 10 მიზეზი

გამოკითხვა:

როგორ წარმოგიდგენიათ ბაიერნი მომავალ სეზონში?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ოფიციალურად: მილანმა ნახევარმცველი დაიმატა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანმა" გაძლიერება დაიწყო და ნახევარმცველი დაიმატა.

დღეს, 01:51

რომაული დერბი: ლაციომ შინ რომა გაანადგურა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის ტურის გამორჩეული შეხვედრა რომის "ლაციოსა" და "რომას" შორის შედგა.

დღეს, 01:42

რონალდუ: "ბავშვებს მოვუყვები, რომ რონალდუსთან ერთად ვთამაშობდი"

ტურინის "იუვენტუსის" ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს.

დღეს, 01:37

ჯაბა კანკავა საფრანგეთში ბრუნდება?

საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯაბა კანკავას "ტობოლთან" კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია.

დღეს, 01:33

"ღიმილით ვარჯიშობს" - გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

"გენტის" მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანჰაეზებრუკი გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს.

დღეს, 01:31

კლოპი გადაწყვეტილებას აპროტესტებს: "ფეხბურთი ემოციური სპორტია და ასე არ შეიძლება"

გადაწყვეტილება "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააპროტესტა.

დღეს, 01:26

გვარდიოლა: "სტერლინგი ამის გარეშეც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია"

"ბრაიტონთან" მოგებულ მატჩში "მანჩესტერ სიტის" შემტევმა რაჰიმ სტერლინგმა ბოლო წუთზე პენალტი გააფუჭა.

დღეს, 01:21

ფლიკი: "მთელი ბაიერნი წნეხის ქვეშაა"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს.

დღეს, 01:18

ინგლისელი ფეხბურთელი: "ორივეს წინააღმდეგ ვითამაშე და ნეიმარიც და მბაპეც რობოტები არიან"

"დიჟონის" ინგლისელი მცველი ჯონათან პანცო ნეიმარსა და მბაპეზე საუბრობს და ორივე ფეხბურთელს აქებს.

დღეს, 01:14

ფერგიუსონი: "საბედნიეროდ, უკვე პენსიაზე ვიყავი, როცა ბოლო ორი წელი ლივერპულის თამაშს ვუყურებდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:52

სეზონის ბოლომდე გრანტი, შემდეგ კი ტუხელი - ჩელსიში ლამპარდის დღეები დათვლილია?

"ჩელსის" ექს-მწვრთნელმა, ავრაამ გრანტმა შესაძლოა ლონდონური კლუბი კიდევ ერთხელ გაწვრთნას.

გუშინ, 23:19

"ტალანტებს არ იყენებს", - რივალდომ კუმანი შეაქო, ზიდანი კი გააკრიტიკა

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა რონალდ კუმანი შეაქო, ზინედინ ზიდანი კი გააკრიტიკა.

გუშინ, 22:57

ოფიციალურად: მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა

"პარი სენ ჟერმენის" მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გუშინ, 22:41

"ყოველთვის გამოვირჩეოდი თანატოლებში", - ნეიმარმა თავისი მთავარი ღირსება გაამხილა

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ნეიმარი ვაჟკაცობას მიიჩნევს თავის მთავარ ღირსებად.

გუშინ, 22:36

VIDEO: ლეო მესის ცოლი, ანტონელა როკუცო კრივით დაკავდა

"ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესის ცოლი, ანტონელა როკუცო კრივით არის დაკავებული.

გუშინ, 22:29

"მანჩესტერი ლივერპულის დონეზე არ არის", - პოგბას მოულოდნელი განცხადება

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ თავისი გუნდი "ლივერპულს" შეადარა.

გუშინ, 22:20

"ჯერ დედა, შემდეგ მამა", - რონალდოს მშობლებს კორონავირუსმა შეუტია

ბრაზილიის ნაკრების ექს-ფორვარდმა, რონალდომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 22:15

"სიმეონე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია", - ატლეტიკოს ახალწვეული

"ატლეტიკოს" ახალწვეულმა, მუსა დემბელემ გუნდის მწვრთნელი, დიეგო სიმეონე შეაქო.

გუშინ, 21:56

ლუკაკუმ დაასახელა კლუბი, სადაც კარიერის დასრულებას გეგმავს

"ინტერის" ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ დაასახელა კლუბი, სადაც კარიერის დასრულებას აპირებს.

გუშინ, 21:53

მანჩესტერ სიტი და ბარსელონა შეთანხმდნენ, ტრანსფერი მალე დაიხურება!

"მანჩესტერ სიტიმ" და "ბარსელონამ" მცველ ერიკ გარსიას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გუშინ, 21:48

ტოტენჰემის პრეზიდენტმა დელე ალის პსჟ-ში ტრანსფერი დაბლოკა

"ტოტენჰემის" პრეზიდენტმა, დენიელ ლევიმ დელე ალის "პსჟ"-ში ტრანსფერი დაბლოკა.

გუშინ, 21:45

ზიდანი: "ეს ჩაფლავება არ არის, ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ"

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა "ბილბაოსთან" მარცხზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:41

"ბავშვობაში ფერნანდო ტორესი მომწონდა", - ატლეტიკოს ახალწვეული

"ატლეტიკოს" ახალწვეულმა, მუსა დემებელემ მადრიდში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 21:36

"მეუბნებოდნენ, რომ რეალი მცველების სასაფლაოა", - პეპეს ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ

პეპემ გაიხსენა, როგორ უჭირდა რეალში ცხოვრებასთან შეგუება იქამდე, სანამ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე...

გუშინ, 21:28

კურტუა რეალის ესპანეთის სუპერთასიდან გავარდნას გამოეხმაურა

"რეალის" მეკარე, ტიბო კურტუა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მარცხს გამოეხმაურა.

გუშინ, 21:23

ჯორდანის გამოსახულება ეიფელის კოშკის ნაცვლად - პსჟ ლოგოს იცვლის

როგორც ცნობილი გახდა, მომავალ სეზონში "პსჟ"-ს ფორმას უჩვეულო საკლუბო ლოგო დაამშვენებს.

გუშინ, 21:00

ოზილი ცალი ფეხით ახალ კლუბშია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა

"არსენალის" ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ახალ კლუბში ტრანსფერი ჯერჯერობით ჭიანურდება.

გუშინ, 20:51

მანჯუკიჩი კარიერას მილანში გააგრძელებს - იტალიელი ჟურნალისტი

"იუვენტუსის" ექს-ფეხბურთელი, მარიო მანჯუკიჩი "მილანში" გადასვლასთან არის ახლოს.

გუშინ, 20:46

ვინ გახდება ბარსელონას პრეზიდენტი? - 3 ოფიციალური კანდიდატი ცნობილია

"ბარსელონას" პრეზიდენტობისთვის მებრძოლი სამი კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდა.

გუშინ, 20:43

ინტიმური ვიდეოს გავრცელების შემდეგ, დროგბამ ცოლთან დაშორება დაადასტურა

"ჩელსის" ყოფილი თავდამსხმელი, დიდიე დროგბა მეუღლეს, ლალა დიაკატეს დაშორდა.

გუშინ, 20:34
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10