ზიდანი: "რონალდუ იმედგაცრუებულია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზიდანი: "რონალდუ იმედგაცრუებულია"


ზიდანი:

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა "ესპანიოლთან" ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში მოგებული მატჩის შემდეგ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს მდგომარეობა შეაფასა.

სპეციალისტი აღნიშნავს, რომ პორტუგალიელი აღნიშნულ შეხვედრაში გოლის ვერგატანის გამო იმედგაცრუებულია.

"არა, დაღლილი არ ყოფილა, უბრალოდ ბევრი მატჩი გამოტოვა", - ციტირებს ზიდანის სიტყვებს AS.

"იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ გატანა ვერ შეძლო. მაგრამ ეს ფეხბურთია".

შეგახსენებთ, ამ სეზონში რონალდუმ ჩემპიონატში მე-3 მატჩი გამართა, თუმცა ერთი ბურთიც კი არ აქვს გატანილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები