ანხელ დი მარია: "რეალზე" 10-ჯერ უკეთესნი ვიყავით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ანხელ დი მარია: "რეალზე" 10-ჯერ უკეთესნი ვიყავით"



"პასი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელმა, ანხელ დი მარიამ კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში (0:1) "რეალთან" დამარცხებაზე. "სეზონში საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ, შესანიშნავი თამაში. ერთი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ. "რეალზე" 10-ჯერ უკეთესნი ვიყავით. ამავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ. ხანდახან უბრალოდ ცოტა წარმატება გჭირდება. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს ბევრის მიღწევა შეუძლია. ჩემპიონთა ლიგა რთული და გრძელი ტურნირია" , - ციტირებს დი მარიას Football Espana, Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები